Tuesday, May 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასკვნითი დღე ძალიან საინტერესო და ხალისიანი იყო.ამ დღეს მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.გამოვთქვით ჩვენი  მოსაზრებები როგორც კრიტიკული,ასევე დადებითი, რასაც გავითვალისწინებთ ჩვენს შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში .უდიდესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ ტერენერს ქალბატონ ლალი გიგაურს,რომელმაც არაჩვეულებრივი გარემო შეგვიქმნა მუშაობისათვის ,

Saturday, May 27, 2017

მერვე დღის რეფლექსია

   ტრენინგი  დასასრულისკემ მიდის.დღევანდელი ტრენინგი  ძალიან  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ტრენერს და ჯგუფის წევრებს გავაცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვიმსჯელეთ და ბლოგზე ავტვირთეთ.
   გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და მოვემზადეთ დასკვნითი დღისთვის.

საავტორო უფლებების ქაოსი

მოსწავლის პრეზენტაცია

Thursday, May 18, 2017

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრენინგის ამ დღეებში ინტერნეტი არ გვქონდა.მიუხედავად ამისა ვისაუბრეთ პროექტის მსვლელობის შესახებ.ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკას.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. საშინაო დავლებად გვაქვს წასაკითხად მოდული 5 და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.

მეხუთე დღის რეფლექსია

ამ რეფლექსიას ვწერ მოგვიანებით, მართალია ოჯახური პირობების გამო გამიცდა ეს ტრენინგი,მაგრამ  გულისხმიერი ტრენერის დახმარებით შევისწავლე და შევასრულე ყველა ის დავალება,რაც ამ დღეს იქნა გავლილი.

Tuesday, May 2, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის დღემ ჩაიარა ნაყოფიერად. ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და გავეცანით შეფასების სტანდარტებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები

 მიმართულება:  დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი   ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარის, დედამიწიდა სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში;
·         ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებ(მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტ, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
·         ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს  დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
·         ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის  და მზის გარშემო;
  • აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას  დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).

Sunday, April 30, 2017

მესამე დღის რეფლექსია

    დღე მეტად საინტერესო და  დატვირთული იყო.ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნებიზე,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.ასევე შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა: 1.რატომაა მნიშვნელოვანი სიცოცხლე?

თემატური შეკითხვა: 1. რის  საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სხვა პლანეტებზეც არის

                                                  სიცოცხლე?

შინაარსობრივი შეკითხვა: 1. რომელ პლანეტაზეა სიცოცხლე?

                                                2.რა იცით უახლესი კვლევების შესახებ სხვა პლანეტებზე

                                                   სიცოცხლის აღმოსაჩენად?

                                               

პროექტის სასწავლო მიზნები

        მოსწავლეები შეძლებენ:

  •   მოიპოვონ ინფორმაცია პლანეტების შესახებ
  •   ჩაატარებენ კვლევას თანატოლებში,თუ რომელ პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს    სიცოცხლე.                                                                                                                                 
  •  გაეცნობიან დამატებით ინფორმაციას ელექტრონული და ბეჭდური მედიის სახით.
  •  მოპოვებულ ინფორმაციის საფუძველზე შეძლებენ მიზნობრივი პრეზენტაციის აწყობას და აუდიტორიის წინაშე წარდგენას.



Tuesday, April 25, 2017

პროექტის იდეა

                                        სიცოცხლე ყველგანაა ! ! !

    სამყარო მოიცავს ყველაფერს,რასაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ.გალაქტიკა კი  თავისი შემადგენელი ნაწილებით (მზე,მთვარე,პლანეტები და სხვა) სამყაროს ნაწილია.ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის სისტემის პლანეტებს შორის ერთადერთია,რომელზეც ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის საჭირო პირობებია, მაგრამ არსებობს მრავალი თვალსაზრისი.რომლის მიხედვითაც არსებობს სხვა არსებული და უცხო პლანეტები,სადაც სიცოცხლეა.
    მოსწავლეები ინტერესდებიან რამდენად სარწმუნოა არსებული თვალსაზრისები დედამიწის არსებობის ხანგრძლივობის შესახებ, არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე?
    პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობენ,აზროვნებენ დასმული პრობლემის ირგვლივ, ადგენენ კითხვარებს,იღებებენ ინტერვიუს კომპეტენტური პიროვნებებისგან და სახავენ მოქმედების გეგმას. შემდეგ პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.