ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და
ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა
მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს მოდელებს და აღწერს მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის
სისტემაში;
·
ასახელებს და აღწერს კოსმოსურ
სხეულებს (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
·
ქმნის მზის და მთვარის
დაბნელების მოდელებს და მსჯელობს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
·
ქმნის
მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის და მზის გარშემო;
- აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას
დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ
ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).
No comments:
Post a Comment