Tuesday, May 30, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასკვნითი დღე ძალიან საინტერესო და ხალისიანი იყო.ამ დღეს მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები როგორც კრიტიკული,ასევე დადებითი, რასაც გავითვალისწინებთ ჩვენს შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში .უდიდესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ ტერენერს ქალბატონ ლალი გიგაურს,რომელმაც არაჩვეულებრივი გარემო შეგვიქმნა მუშაობისათვის ,
Saturday, May 27, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი დასასრულისკემ მიდის.დღევანდელი ტრენინგი ძალიან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ტრენერს და ჯგუფის წევრებს გავაცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვიმსჯელეთ და ბლოგზე ავტვირთეთ.
გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და მოვემზადეთ დასკვნითი დღისთვის.
გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და მოვემზადეთ დასკვნითი დღისთვის.
Thursday, May 18, 2017
მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის ამ დღეებში ინტერნეტი არ გვქონდა.მიუხედავად ამისა ვისაუბრეთ პროექტის მსვლელობის შესახებ.ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკას.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. საშინაო დავლებად გვაქვს წასაკითხად მოდული 5 და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.
მეხუთე დღის რეფლექსია
ამ რეფლექსიას ვწერ მოგვიანებით, მართალია ოჯახური პირობების გამო გამიცდა ეს ტრენინგი,მაგრამ გულისხმიერი ტრენერის დახმარებით შევისწავლე და შევასრულე ყველა ის დავალება,რაც ამ დღეს იქნა გავლილი.
Tuesday, May 2, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის დღემ ჩაიარა ნაყოფიერად. ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და გავეცანით შეფასების სტანდარტებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები
მიმართულება:
დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და
ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა
მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს მოდელებს და აღწერს მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის
სისტემაში;
·
ასახელებს და აღწერს კოსმოსურ
სხეულებს (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
·
ქმნის მზის და მთვარის
დაბნელების მოდელებს და მსჯელობს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
·
ქმნის
მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის და მზის გარშემო;
- აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას
დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ
ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).
Subscribe to:
Posts (Atom)